მუსიკა
იმისათვის, რომ თქვენს შექმნილ გვერდს დაურთოთ მუსიკა ან ხმა საჭიროა დაიწეროს ბრძანება
<bgsound src=Aprili.mp3>

Aprili.mp3, რასაკვირველია, ის მუსიკალური ფაილია, რომელიც გინდათ, რომ აჟღერდეს.

თუ გნებავთ, რომ მუსიკალური ფრაგმენტი რამდენჯერმე გამეორდეს, საჭიროა მიუწეროთ loop=5, ხუთჯერ გამეორდება.
<bgsound src=Aprili.mp3 loop=5>

თუ გნებავთ, რომ მუსიკა ჟღერდეს მაშინ როდესაც თქვენ მოისურვებთ, უნდა დაწეროთ ბრძანება
<a href=Aprili.mp3>მოცარტის დივერტისმენტი</a>
ამ ბრძანების თანახმად, როდესაც დააჭერთ ტექსტს
ლურჯი აპრილი
შესრულდება მითითებული ფრაგმენტი.