აუქციონის ყოველ მომენტში მოთამაშე განსაზღვრავს პარტნიორის ქულათა დიაპაზონს უთულფოთ H-ით, დამატებით თულფიანი კონტრაქტისათვის D-თი, უმატებს თავის ქულებს და წყვილის დიაპაზონით განსაზღვრავს აუქციონის მისაღწევ დონეს
- დონე 1 - 21 ქულა
- დონე 2 - 23 ქულა
- დონე 3 - 25 ქულა
- დონე 4 - 28 ქულა
- დონე 5 - 30 ქულა

პასუხი ითვალისწინებს უსაფრთხოებას: არ ახვიდე შესაძლებელ დონეზე უფრო მაღლა. ამავე დროს არ უნდა დაკარგო შესაძლებლობის შეტყობინების საშუალება.

პასუხი 1 უთულფოზე
16 - 19 მარჯვენა მოწინააღმდეგემ "pass"-იო
ეს შემთხვევა წინა შემთხვევებისაგან გამორჩეულია, რადგან გამსხნელის ძალა უფრო ნათელია და ქულებიც საკმაო. შესაძლებელია ხელოვნური პასუხიც. ამისათვის რეზერვირებულია პასუხი 2. იდეა ეკუთვნის სამუელ სტეიმანს (Samuel M. Stayman, 1909.05.28 – 1993.12.11). აქ მოტანილია მისი ყველაზე მარტივი ვარიანტი.

Pass - 7-ზე ნაკლები ქულა

2♣ - 7 ან მეტი ქულა, სტეიმანის კონვენცია, ან გულში ან ყვავში 4.
შეკითხვაა: რომელ მაღალ ფერში გაქვს 4 კარტი? პასუხი:
- 2 - არც ერთში, ქულა 16 ან 17
- 2 - გულში 4
- 2♠ - ყვავში 4
- 2NT - არც ერთში, ქულა 18 ან 19

2 - 7 - 10 ქულა, აგურში 5 კარტი, არც ერთ სხვა ფერში 5 არ არის

2 - 7 - 10 ქულა, გულში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელია

2♠ - 7 - 10 ქულა, ყვავში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელი არ არის

2NT - 7 - 9 ქულა H-ით, ქულათა და რაოდენობის თანაბარი განაწილება

3♣ - 10 ან მეტი ქულა, ჯვარში 5 ან მეტი, ჯვარი ყველაზე გრძელია

3 - 10 ან მეტი ქულა, აგურში 5 ან მეტი, აგური ყველაზე გრძელია

3 - 10 ან მეტი ქულა, გულში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელია

3♠ - 10 ან მეტი ქულა, ყვავში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელი არ არის

3NT - 10 ან მეტი ქულა, ფერებს შორის ქულათა და რაოდენობის თანაბარი განაწილება