აუქციონის ყოველ მომენტში მოთამაშე განსაზღვრავს პარტნიორის ქულათა დიაპაზონს უთულფოთ H-ით, თულფით HD-თი, უმატებს თავის ქულებს და წყვილის დიაპაზონით განსაზღვრავს აუქციონის მისაღწევ დონეს
- დონე 1 - 21 ქულა
- დონე 2 - 23 ქულა
- დონე 3 - 25 ქულა
- დონე 4 - 28 ქულა
- დონე 5 - 30 ქულა

პასუხი ითვალისწინებს უსაფრთხოებას: არ ახვიდე შესაძლებელ დონეზე უფრო მაღლა. ამავე დროს არ უნდა დაკარგო შესაძლებლობის შეტყობინების საშუალება.

პასუხი 1-ზე
12 - 19 და მარჯვენა მოწინააღმდეგემ "pass"-იო

Pass - მაქსიმუმ 7 ქულა

1♠ - 8 - 12, ყვავში 5 ან მეტი, გულში მაქსიმუმ 2, ჯვარი და აგური ყვავზე გრძელი არ არის

1NT - 8 - 12, სხვა პასუხი შეუძლებელია

2♣ - 10 - 12, ჯვარში 5 ან მეტი, ჯვარი ყველაზე გრძელია, გულში მაქსიმუმ 2

2 - 10 - 12, აგურში 5 ან მეტი, ჯვარი აგურზე გრძელი არ არის, გულში მაქსიმუმ 2, ყვავი აგურზე მოკლეა

2 - 10 - 12, გულში 3 ან მეტი (მხარდაჭერა)

2♠ - 10 - 12, გულში 2 ან ნაკლები, ყვავში 5 ან მეტი

2NT - 10 - 12, ფერებს შორის ქულათა და რაოდენობის (4-3-3-3) თანაბარი განაწილება

3♣ - 13 ან მეტი, ჯვარში 5 ან მეტი, ჯვარი ყველაზე გრძელია, გულში მაქსიმუმ 2

3 - 13 ან მეტი, აგურში 5 ან მეტი, ჯვარი აგურზე გრძელი არ არის, გულში მაქსიმუმ 2, ყვავი აგურზე მოკლეა

3 - 13 ან მეტი, გულში 3 ან მეტი (მხარდაჭერა)

3♠ - 13 ან მეტი, ყვავში 5 ან მეტი

3NT - 13 ან მეტი, (4-3-3-3) და ფერებს შორის ქულათა თანაბარი განაწილება