ინტელექტუალური თამაშის (შეჯიბრის ტიპის თამაშებზეა საუბარი) სამი ძირითადი სახეობის წარმომადგენელია ჭადრაკი, გო და ბრიჯი. ჭადრაკს ორი ადამიანი თამაშობს, ერთმანეთს ეჯიბრება. პოზიცია თავიდან სტანდარტულია და თამაშის შედეგად იცვლება. მოთამაშე თანდათანობით ჰქმნის სასურველ პოზიციას. მოგებისათვის საჭიროა მომავლის გათვლის უნარი და ერთგვარი კომბინაციული ნიჭი.
გოში ფიგურები ყველა ერთგვარია, ფიგურები არ მოძრაობენ, თამაშის დასაწყისი განსხვავდება ჭადრაკისაგან საწყისი პოზიციის უქონლობით, დასაწყისში დაფა ცარიელია, პოზიცია თამაშის მსვლელობაში თანდათან იქმნება, კოჭებით (კოჭი ან ღილაკი - სათამაშო ფიგურაა) ივსება.
ორივე თამაშის მსვლელობისას პოზიცია ღიაა, ორივე მოთამაშისათვის ნათელი და ხელმისაწვდომია. მოგება დამოკიდებულია ამ პოზიციის გამოყენების უნარზე.
ბრიჯს ამ ორივე თამაშისაგან ანსხვავებს პოზიციის გაურკვევლობა, ყოველმა მოთამაშემ პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ იცის. მეორე რაც ბრიჯს ანსხვავებს ეს კოლექტიურობაა, ერთმანეთს ორ კაციანი გუნდი ეთამაშება, ანუ მოთამაშეთა რაოდენობა ოთხია, ორი ორის წინააღმდეგ. ეს კი მოითხოვს მათგან შეთანხმებულ მოქმედებას. კარტი იძლევა საშუალებას რომ პოზიცია, ანუ მდგომარეობა მოთამაშისათვის მხოლოდ ნაწილობრივ იყოს ცნობილი. მოთამაშისათვის გახსნილია მხოლოდ ის რაც მას აქვს ხელთ და რაც უკვე გათამაშებულია. რადგან ბუნებრივია საუბარი და საკუთარი კარტის ჩვენება აკრძალულია, პარტნიორისათვის რაიმეს შეტყობინება მხოლოდ სვლით არის შესაძლებელი. სვლა, კარტის დადება დამატებით ფუნქციას იძენს, ინფორმაციულიის მიწოდების.
დღეისათვის ამის უზრუნველყოფა უკვე კომპუტერითაც არის შესაძლებელი, ყოველი მოთამაშე ხედავს თავის ეკრანზე ვითარების, მდგომარეობის მხოლოდ ნაწილს. ეს ორი ვითარება, პოზიციის გარკვევისა და პარტნიორთან შეთანხმებული მოქმედების საჭიროება, ხდის ბრიჯს აზროვნების განვითარებისათვის უფრო სასარგებლოს ჭადრაკსა და გოსთან შედარებით.

ბრიჯს ოთხი ადამიანი თამაშობს, ორი ორის წინააღმდეგ, მაგიდას უსხედან, ან თავ თავის კომპუტერთან სხედან. სათამაშო იარაღია 52 კარტიანი დასტა
დარიგების შედეგად ყოველ მათგანს ხელთ 13 კარტი აქვს. თამაშს ორი ეტაპი აქვს: ვაჭრობა (აუქციონი) და გათამაშება. ვაჭრობის შედეგად დგინდება კონტრაქტი, შეთანხმება ვალდებულობებზე, ანუ რომელი მხარე იღებს ვალდებულებას და რამდენს. ვალდებულების ამღებისაგან განისაზღვრება თულფი, ანუ უპირატესი ფერი რომელიც სხვა ფერს ჯობნის, ან გათამაშება თულფის გარეშე. ვალდებულების შესრულება იძლევა გარკვეულ ქულებს, შეუსრულებლობა ჯარიმას, ანუ ქულებს მოწინააღმდეგე მხარისათვის.

ვაჭრობა
ვაჭრობას იწყებს დამრიგებელი, ანუ თუ მრავალ ხელს გაითამაშებენ, მორიგეობით. ვაჭრობისას ფერთა მიმდევრობა შემდეგია: ჯვარი ♣, აგური , გული , ყვავი ♠ და ბოლოს ყველაზე მაღალია უთულფო. სულ 13 აღებაა. ვაქრობა იწყება 7 აღების დაპირებიდან, ანუ 6 + 1. თქმა "1 აგური" (ან 2 უთულფო) ნიშნავს ვალდებულებას ვიღებ ავიღო 6 + 1, ანუ 7 თუ თულფი იქნება აგური (ავიღებ 6 + 2, ანუ 8-ს თუ თულფი არ იქნება). შემდეგ მოთამაშეს შეუძლია აწიოს ეს ვალდებულება, ანუ გამოაცხადოს უფრო მაღალი ვალდებულება ან თავი შეიკავოს ვალდებულების აღებაზე, ანუ აცხადებს "პას" (ტერმინი მოდის ლათინური pass-დან რაც ქართულად გვერდზე გავლის მიშვნელობისაა, ფრანგულად passer, ინგლისურში გადაცემის მნიშვნელობითაც იხმარება). კონტრაქტი, ანუ შეთანხმება დგინდება თუ ზედიზედ სამმა მთამაშემ განაცხადა პასი. კონტრაქტად ითვლება ამ სამის წინ ნათქვამი, ანუ უკანასკნელი დადებითი განაცხადი. მისი შეცვლა უკვე აღარ შეიძლება. კონტრაქტის თულფად ითვლება ამ განაცხადში ნახსენები ფერი, ან კონტრაქტი უთულფოა, თუ განაცხადი უფულფო იყო. გამთამაშებლად ითვლება მოთამაშე კონტრაქტის შემსრულებელი მხრიდან ვინც პირველად თქვა კონტრაქტის თულფი. ვაჭრობისას არის კიდევ ერთი დამატება: მოთამაშემ შეიძლება ვაჭრობა გააგრძელოს გამოცხადებით დავი (ფრანგულად contre, ინგლისურად double), რაც ქულების გაორმაგებას ნიშნავს. ამ გამოცხადებაზე მოწინააღმდეგეს შეუძლია გააგრძელოს დავბასით (surcontre, redouble) რაც უკვე გაოთხმაგებას ნიშნავს. დავი და დავბასი ნარდიდან ვისესხე.

გათამაშება
კონტრაქტის დადგენის შემდეგ იწყება გათამაშება. პირველ სვლას აკეთებს გამთამაშებლიდან მარცხნივ მჯდომი მოთამაშე. ის თავის წინ დებს ერთ კარტს, რის შემდეგ გამთამაშებლის პარტნიორი მაგიდაზე გაშლის მის ხელთ არსებულ კარტებს. ეს ყველა მოთამაშისათვის დასანახი იქნება. გამთამაშებელი ეტყვის პარტნიორს (რომელიც ამ გათამაშების დროს პასიურია, მის ხელთ არსებულ, ანუ მაგიდაზე გაშლილ კარტებს განკარგავს გამთამაშებელი) თუ რომელი კარტი დაიდოს თავის წინ, შემდეგ კარტს დადებს თავის წინ მეორე მოწინააღმდეგე და ბოლოს გამთამაშებელი. ყველა გადაატრიალებს თავის წინ დადებულს. ვისი კარტიც იყო უმაღლესი ღირებულების მას ეთვლება ეს აღებად და ახლა ის ჩამოდის, ანუ დებს თავის წინ, მის ხელთ არსებულიდან ნებისმიერს. ყოველ ჩამოსვლაზე მოთამაშე ვალდებულია დადოს კარტი იმავე ფერის (მასტის), რომელიც წამოწყებულია, თუ არა აქვს მაშინ ნებისმიერი.

ჩაწერა
რადგან ბრიჯში მხოლოდ მოთამაშეთა მხოლოდ ორი მხარეა ჩანაწერი მარტივია (პრეფერანსისაგან განსხვავებით, რომელშიც 3 ან 4 მხარეა). გათამაშების შედეგად ან ერთი მხარე იღებს ქულებს ან მეორე. ქულათა სისტემაში გარკვევისათვის მოვიტან სხვადასხვა ცხრილებს.

თუ გამთამაშებელი კონტრაქს შეასრულებს დაიწერს ქულებს კონტრაქტით შეთანხმებული ყოველი აღებისათვის (6-ის შემდეგ) აღებათა ცხრილის მიხედვით

ჩვეულებრივიგაორმაგებულიგაოთხმაგებული
უფულფო
პირველი 6-ის შემდეგ
ყოველი შემდგომი
40
30
80
60
160
120
თულფი მაჟორული ფერია
ყვავი ♠ ან გული
ყოველი აღება 6-ის შემდეგ
3060120
თულფი მინორული ფერია
აგური ან ჯვარი ♣
ყოველი აღება 6-ის შემდეგ
204080

თუ გამთამაშებელი კონტრაქს გადააჭარბებს, ანუ შეკვეთილზე მეტს აიღებს ამ აღებებისათვისაც დაიწერს ქულებს, მაგრამ ეს ქულათა სისტემა წინასაგან უნდა განვასხვავოთ, მათ საპრიზო ქულებს უწოდებენ, ან პრემიალურს, დამატებითს, თუმცა საბოლოო შედეგში არაფრით განსხვავდება. საპრიზო ქულები სამი ტიპისაა: ერთი - კონტრაქტის შესრულებისათვის, მეორე - გადაჭარბებისათვის და მესამე - ეგრეთწოდებული შლემის (ინგლისურად slam, ფრანგულად chleme, მუზარადი, ანუ თავზე დახურვა, ქართულად უმჯობესია ტერმინად შევინარჩუნოთ შლემი) შეკვეთისა და შესრულებისათვის (შეკვეთა 6 - მცირე შლემი ან 7 - დიდი შლემი). ქულათა ეს სისტემა დამოკიდებულია გამთამაშებლის მოწყვლადობაზე, კონტრაქტის გაორმაგებაზე ან გაოთხმაგებაზე.
- გადაჭარბების პრემია:
თუ კონტრაქტი ჩვეულებრივია ყოველი დამატებითი აღება იძლევა იმავე ქულებს რაც კონტრაქტით გათვალისწინებული აღება.
თუ გამთამაშებელი არა მოწყვლადია (ამაზე ქვემოთ) და კონტრაქტი გაორმაგებულია, მაშინ ყოველი დამატებითი აღებისათვის მას ერგება 100 ქულა, გაოთხმაგებულ შემთხვევაში 200.
თუ გამთამაშებელი მოწყვლადია და კონტრაქტი გაორმაგებულია, მაშინ ყოველი დამატებითი აღებისათვის მას ერგება 200 ქულა, გაოთხმაგებულ შემთხვევაში 400.
მოწყვლადობა განსაკუთრებული მდგომარეობაა, როდესაც მხარე უფრო ფრთხილი უნდა იყოს, ის მეტად ჯარიმდება და მეტადაც იღებს გადაჭარბებისათვის.
- აღებული ვალდებულების შესრულების პრემია:
ნაწილობრივი კონტრაქტი (ამ კონტრაქტით გათვალისწინებულ აღებულთა ქულები ნაკლებია 100-ზე) იძლევა 50 ქულას. თუ კონტრაქტით აღებულ ქულათა რაოდენობა უდრის 100-ს ან მეტია და ვალდებულება შესრულდა, ამისათვის პრემია არის 300 (გამთამაშებელი არა მოწყვლადია) და 500 (გამთამაშებელი მოწყვლადია). ამ უკანასკნელ ვითარებას უწოდებენ გეიმის (ინგლისურად game, ფრანგულად manche) შეკვეთას და მოგებას. რობერის გათამაშებისას (ანუ პრივატულად თამაშისას) ამ მიღწევის შედეგად მხარე ხდება მოწყვლადი. რობერის გათამაშებისას ამ ასი ქულის დაგროვება რამდენიმე დარიგების შედეგადაც შეიძლება. რობერი მოგებულია თუ მხარე ორ გეიმს მოიგებს. სპორტულ ბრიჯში მოწყვლადობა დარიგების ნომრით განისაზღვრება.
- შლემის პრემიებია:
მცირე შლემი, არა მოწყვლადი - 500 ქულა
მცირე შლემი, მოწყვლადი - 750 ქულა
დიდი შლემი, არა მოწყვლადი - 1000 ქულა
დიდი შლემი, მოწყვლადი - 1500 ქულა
- არის კიდევ ერთი მცირე პრემიაც:
თუ გაორმაგებული ვალდებულება შესრულდა დამატებით 50 ქულა
თუ გაოთხმაგებული ვალდებულება შესრულდა დამატებით 100 ქულა

თუ გამთამაშებელი კონტრაქტს დაარღვევს, ანუ აღებულ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, მაშინ მოწინააღმდეგე მხარე მიიღებს ქულებს იმისდა მიხედვით თუ რამდენი აღება დააკლდა გამთამაშებელს და რა პოზიციაში იყო გამთამაშებელი (მოწყვლადი თუ არა)

არამოწყვლადიმოწყვლადი
ჩვეულებრივიგაორმაგებულიგაოთხმაგებულიჩვეულებრივიგაორმაგებულიგაოთხმაგებული
ერთი დანაკარგის ფასი50100200100200400
მეორის და მესამის ფასი200400300600
მეოთხის და შემდეგთა ფასი300600300600

სპორტული ბრიჯი
ბრიჯის ტურნირი ორგვარია, გუნდების და წყვილების. გუნდურ ტურნირში ორი წყვილი გუნდს წარმოადგენს. ორი გუნდის შეჯიბრი ტარდება ორ სხვადასხვა ოთახში. რა დარიგებასაც გაითამაშებენ ერთ ოთახში იმავე დარიგებას გაითამაშებენ მეორე ოთახშიც, ოღონდ მხარეთა გაცვლით. ანუ ის კარტი რომელიც ჰქონდა ერთ გუნდს პირველ ოთახში ექნება მეორე ოთახში მოწინააღმდეგე გუნდს. მიღებული შედეგების სხვაობა იქნება ამ დარიგების შედეგი. ასე რომ შემთხვევითობა თავის თავად გამორიცხულია. წყვილთა შეჯიბრი ჩვეულებრივ ერთ დარბაზში ტარდება. ყოველი ოთხი (8 ან 12 ან 16 გააჩნია მონაწილე წყვილთა რაოდენობას) დარიგების შემდეგ წყვილი იცვლის მაგიდას და მოწინააღმდეგე წყვილს. საბოლოო შედეგი დგინდება ყოველი დარიგების მიხედვით გაანგარიშების შედეგად. ყოველი წყვილი მონაწილეობს ყოველი დარიგების გათამაშებაში და ყოველი წყვილის წინააღმდეგაც.