აუქციონის ყოველ მომენტში მოთამაშე განსაზღვრავს პარტნიორის ქულათა დიაპაზონს უთულფოთ H-ით, თულფით HD-თი, უმატებს თავის ქულებს და წყვილის დიაპაზონით განსაზღვრავს აუქციონის მისაღწევ დონეს. რადგან მოწინააღმდეგე აუქციონში ჩაერთო, უნდა ვიფიქროთ, რომ მასაც აქვს ათიოდე ქულა მაინც. ამიტომ საკუთარი წყვილის დიაპაზონის მაქსიმუმის განსაზღვრისას ესეც უნდა გავითვალისწინოთ.

მისაღწევი დონისათვის საჭირო ქულების მინიმუმი
- დონე 1 - 21 ქულა
- დონე 2 - 23 ქულა
- დონე 3 - 25 ქულა
- დონე 4 - 28 ქულა
- დონე 5 - 30 ქულა

პასუხი ითვალისწინებს უსაფრთხოებას: არ ახვიდე შესაძლებელ დონეზე უფრო მაღლა. ამავე დროს არ უნდა დაკარგო შესაძლებლობის შეტყობინების საშუალება.

პასუხი პირველ დონეზე, მოწინააღმდეგემ დავი გამოაცხადა
მოწინააღმდეგემ გააორმაგა
ეს ვითარება იძლევა უფრო ზუსტი პასუხის გაცემის საშუალებას. ჩვეულებრივ ეს არ არის დამსჯელი დავი (contre, double, გაორმაგება) რადგან დონე დაბალია. ეს მხოლოდ პარტნიორისათვის რაიმეს თქმის მოთხოვნაა.

pass - ნიშნავს უაღრეს სისუსტეს "საუკეთესო კონტრაქტად გამოცხადებული მიმაჩნია"

დავბასი (recontre- reboubl) - გამოცხადებულ ფერში ორივეს ერთად 8 ან მეტი, ვეთანხმები კონტრაქტს, მეტი ალბათ არ გვაქვს

დანარჩენი როგორც დავის გარეშე