პირველყოვლისა შევთამხმდეთ ტერმინებზე. დასტაში ოთხი ფერია:
- ♣ ჯვარი (ინგლისურად Club, ფრანგულად Trèfle, იტალიურად Fiori)
- აგური (ინგლისურად Diamond, ფრანგულად Carreau, იტალიურად Quadri)
- გული (ინგლისურად Heart, ფრანგულად Cœur, იტალიურად Cuori)
- ♠ ყვავი (ინგლისურად Spade, ფრანგულად Pique, იტალიურად Picche)
მაღალ (ინგლისურად Honor, ფრანგულად honneur, იტალიურად ?) კარტებად ითვლება
- კიკო (ტუზი, ინგლისურად Ace, ფრანგულად As, იტალიურად Asso), აღნიშვნა A
- მეფე (ინგლისურად King, ფრანგულად Roi, იტალიურად Re), აღნიშვნა K
- ქალი (ინგლისურად Queen, ფრანგულად Dame, იტალიურად Regina), აღნიშვნა D
- ვალეტი (ინგლისურად Jack, ფრანგულად Valet, იტალიურად Fante), აღნიშვნა V
შემდეგ დაღმავლობით 10-დან 2-მდე დანრჩენი, თითო ფერში 13 კარტი, ათიანისათვის ვიხმარ აღნიშვნას 1.

აუქციონის ყველა სისტემაში გამოიყენება ხელის (ერთი მოთამაშის ხელში არსებული 13 კარტი) სიძლიერის ქულებით შეფასება: მაღალი კარტების ქულებია:
- კიკო 4 ქულა
- მეფე 3 ქულა
- ქალი 2 ქულა
- ვალეტი 1 ქულა
ამ ქულების გარდა ხელის სიძლიერედ ითვლება ფერის სიგრძეც, განსაკუთრებით თულფით გათამაშებისას. რადგან სტანდარტულ განაწილებისას ფერში 3 კარტია, ამიტომ რამდენიც აკლია ფერს სამამდე ქულებად ითვლება. ანუ თუ ფერში კარტი არ არის 3 ქულა, თუ მხოლოდ ერთია 2 ქულა და თუ ორი კარტია 1 ქულა. ამ ქულებს განაწილების, დისტრიბუციის ქულებს უწოდებენ და ასო D-თი აღნიშნავენ.
მაგალითი
ვთქვათ ხელზეა კარტები:
♣ A V 3 2
K 3
6
♠ D 9 7 5 3 2
ამ ხელის სიძლერეა: A - 4, V - 1, K - 3, D - 2, სულ 10 ქულა და განაწილების ქულები - 1, - 2, სულ 3 ქულა, ანუ 10H + 3D = 13HD.

აქ აღწერილია აუქციონის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სისტემა - ბუნებრივი ვაჭრობა, ნატურალური სისტემა.

აუქციონის ბუნებრივი სისტემის ძირითადი მოსაზრება:
- განაცხადი ძირითადად ბუნებრივია, აცხადებ იმას რასაც აპირებ
- განისაზღვროს წყვილის ქულათა დიაპაზონი
- განაცხადი არ უნდა იყოს დიაპაზონის მინიმუმზე დაბლა და არ უნდა იყოს დიაპაზონის მაქსიმუმზე მაღლა
- პასუხისას უპირატესობა ენიჭება მხარდაჭერას

აუქციონის გახსნა (პირველი პოზიტიური განაცხადი) 8 კარტიანი თულფის განაწილება 5 - 3-ზე უმეტეს შემთხვევაში 4-4-იან განაწილებაზე უფრო მომგებიანია. ასევე ბევრად ხშირია პარტნიორს ჰქონდეს 3 სასურველ ფერში ვიდრე 4. ამიტომ თულფზე შეთანხმება უფრი ადრე ხდება თუ მაჟორით პირველ დონეზე გახსნა გულისხმობს 5 კარტს.

ვაჭრობის წამოწყება სავალდებულოა თუ ხელზე ქულათა რაოდენობა HD-თი არის 13 ან მეტი

1♣ - 12-19HD, არც გულში და არც ყვავში ოთხზე მეტი არ მაქვს, ჯვარი აგურზე უფრო გრძელია

1 - 12-19HD, არც გულში და არც ყვავში ოთხზე მეტი არ მაქვს, ჯვარი აგურზე უფრო გრძელი არ არის

1 - 12-19HD, გულში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელია

1♠ - 12-19HD, ყვავში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელი არ არის

1NT - 16-19H, ფერებს შორის ქულათა და რაოდენობის (4-3-3-3) თანაბარი განაწილება

2♣ - 20HD ან მეტი, არც გულში და არც ყვავში ოთხზე მეტი არ არის, ჯვარი აგურზე უფრო გრძელია

2 - 20Hd ან მეტი, არც გულში და არც ყვავში ოთხზე მეტი არ მაქვს, ჯვარი აგურზე უფრო გრძელი არ არის

2 - 20HD ან მეტი, გულში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელია

2♠ - 20HD ან მეტი, ყვავში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელი არ არის

2NT - 20H ან მეტი, ფერებს შორის ქულათა და რაოდენობის (4-3-3-3) თანაბარი განაწილება

3♣ - 7-11HD, 7 ან მეტი კარტი ჯვარში

3 - 7-11HD, 7 ან მეტი კარტი აგურში

3 - 7-11HD, 7 ან მეტი კარტი გულში

3♠ - 7-11HD, 7 ან მეტი კარტი ყვავში

აუქციონის ყოველ მომენტში მოთამაშე განსაზღვრავს პარტნიორის ქულათა დიაპაზონს უთულფოთ H-ით, თულფით HD-თი, უმატებს თავის ქულებს, წყვილის დიაპაზონით განსაზღრავს აუქციონის მისაღწევ დონეს.

- დონე 1 - 21 ქულა
- დონე 2 - 23 ქულა
- დონე 3 - 25 ქულა
- დონე 4 - 27 ქულა
- დონე 5 - 30 ქულა
- დონე 6 - 33 ქულა
- დონე 7 - 37 ქულა
რასაკვირველია შესაძლოა განსაკუთრებული შემთხვევა როდესაც ნაკლები ქულებითაც შესალებელია კონტრაქტი შესრულდეს. მაგალითად თუ გაქვს 13 ერთი ფერის კარტი და თულფიც ამავე ფერია გაქვს 19 ქულა მაგრამ იღებ ყველა აღებას.

პასუხი ითვალისწინებს უსაფრთხოებას:
არ ახვიდე შესაძლებელ დონეზე უფრო მაღლა. ამავე დროს არ უნდა დაკარგო შესაძლებლობის შეტყობინების საშუალება.