აუქციონის ყოველ მომენტში მოთამაშე განსაზღვრავს პარტნიორის ქულათა დიაპაზონს უთულფოთ H-ით, დამატებით თულფიანი კონტრაქტისათვის D-თი, უმატებს თავის ქულებს და წყვილის დიაპაზონით განსაზღვრავს აუქციონის მისაღწევ დონეს
- დონე 1 - 21 ქულა
- დონე 2 - 23 ქულა
- დონე 3 - 25 ქულა
- დონე 4 - 27 ქულა
- დონე 5 - 30 ქულა
- დონე 6 - 33 ქულა
- დონე 7 - 37 ქულა
რასაკვირველია შესაძლოა განსაკუთრებული შემთხვევა როდესაც ნაკლები ქულებითაც შესალებელია კონტრაქტ შესრულდეს. მაგალითად თუ გაქვს 13 ერთი ფერის კარტი და თულფიც ამავე ფერია გაქვს 19 ქულა მაგრამ იღებ ყველა აღებას.

პასუხი ითვალისწინებს უსაფრთხოებას: არ ახვიდე შესაძლებელ დონეზე უფრო მაღლა. ამავე დროს არ უნდა დაკარგო შესაძლებლობის შეტყობინების საშუალება.

პასუხი 1 უთულფოზე
16 - 19 მარჯვენა მოწინააღმდეგემ "pass"-იო
ეს შემთხვევა წინა შემთხვევებისაგან გამორჩეულია, რადგან გამსხნელის ძალა უფრო ნათელია და ქულებიც საკმაო. შესაძლებელია ხელოვნური პასუხიც. ამისათვის რეზერვირებულია პასუხი 2. იდეა ეკუთვნის სამუელ სტეიმანს (Samuel M. Stayman, 1909.05.28 – 1993.12.11). აქ მოტანილია მისი ყველაზე მარტივი ვარიანტი.

Pass - 7-ზე ნაკლები ქულა

2♣ - 7 ან მეტი ქულა, სტეიმანის კონვენცია, ან გულში ან ყვავში 4.
შეკითხვაა: რომელ მაღალ ფერში გაქვს 4 კარტი? პასუხი:
- 2 - არც ერთში, ქულა 16 ან 17
- 2 - გულში 4
- 2♠ - ყვავში 4
- 2NT - არც ერთში, ქულა 18 ან 19

2 - 7 - 10 ქულა, აგურში 5 კარტი, არც ერთ სხვა ფერში 5 არ არის

2 - 7 - 10 ქულა, გულში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელია

2♠ - 7 - 10 ქულა, ყვავში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელი არ არის

2NT - 7 - 9 ქულა H-ით, ქულათა და რაოდენობის თანაბარი განაწილება

3♣ - 10 ან მეტი ქულა, ჯვარში 5 ან მეტი, ჯვარი ყველაზე გრძელია

3 - 10 ან მეტი ქულა, აგურში 5 ან მეტი, აგური ყველაზე გრძელია

3 - 10 ან მეტი ქულა, გულში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელია

3♠ - 10 ან მეტი ქულა, ყვავში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელი არ არის

3NT - 10 ან მეტი ქულა, ფერებს შორის ქულათა და რაოდენობის თანაბარი განაწილება