აუქციონის ყოველ მომენტში მოთამაშე განსაზღვრავს პარტნიორის ქულათა დიაპაზონს უთულფოთ H-ით, დამატებით თულფიანი კონტრაქტისათვის D-თი, უმატებს თავის ქულებს და წყვილის დიაპაზონით განსაზღვრავს აუქციონის მისაღწევ დონეს
- დონე 1 - 21 ქულა
- დონე 2 - 23 ქულა
- დონე 3 - 25 ქულა
- დონე 4 - 27 ქულა
- დონე 5 - 30 ქულა
- დონე 6 - 33 ქულა
- დონე 7 - 37 ქულა
რასაკვირველია შესაძლოა განსაკუთრებული შემთხვევა როდესაც ნაკლები ქულებითაც შესალებელია კონტრაქტი შესრულდეს. მაგალითად თუ გაქვს 13 ერთი ფერის კარტი და თულფიც ამავე ფერია გაქვს 19 ქულა მაგრამ იღებ ყველა აღებას.

პასუხი ითვალისწინებს უსაფრთხოებას: არ ახვიდე შესაძლებელ დონეზე უფრო მაღლა. ამავე დროს არ უნდა დაკარგო შესაძლებლობის შეტყობინების საშუალება.

პასუხი 1♣-ზე, თუ მარჯვენა მოწინააღმდეგემ "pass"-იო
გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა გამომცხადებელს ჯვარში მხოლოდ 3 კარტი ჰქონდეს.

Pass - მაქსიმუმ 7HD, პარტიონრთან ერთად არა უმეტეს 26HD და გეიმის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

1 - 8 - 12HD, აგურში 5 კარტი, აგური ყველაზე გრძელია, ერთად 20 - 31HD

1 - 8 - 12HD, გულში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელია, ერთად 20 - 31HD

1♠ - 8 - 12HD, ყვავში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელი არ არის, ერთად 20 - 31HD

1NT - 8 - 11H, სხვა პასუხი შეუძლებელია, ერთად 20 - 30HD

2♣ - 11 - 13HD, ჯვარში 5 ან მეტი, ჯვარი ყველაზე გრძელია, ერთად 23 - 32HD

2 - 11 - 13HD, აგურში 5 ან მეტი, აგური ყველაზე გრძელია, ერთად 23 - 32HD

2 - 13HD ან მეტი, გულში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელია, ერთად 32HD ან მეტი, შლემი შესაძლებელია

2♠ - 13HD ან მეტი, ყვავში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელი არ არის, ერთად 32HD ან მეტი, შლემი შესაძლებელია

2NT - 11 - 13H, ფერებს შორის ქულათა და რაოდენობის (4-3-3-3) თანაბარი განაწილება, ერთად 23 - 32HD

3NT - 14H ან მეტი, ფერებს შორის ქულათა და რაოდენობის (4-3-3-3) თანაბარი განაწილება, ერთად არა ნაკლებ 26HD