აუქციონის ყოველ მომენტში მოთამაშე განსაზღვრავს პარტნიორის ქულათა დიაპაზონს უთულფოთ H-ით, თულფით HD-თი, უმატებს თავის ქულებს და წყვილის დიაპაზონით განსაზღვრავს აუქციონის მისაღწევ დონეს
- დონე 1 - 21HD
- დონე 2 - 23HD
- დონე 3 - 25HD
- დონე 4 - 27HD
- დონე 5 - 30HD
- დონე 6 - 33HD
- დონე 7 - 37HD
რასაკვირველია შესაძლოა განსაკუთრებული შემთხვევა როდესაც ნაკლები ქულებითაც შესალებელია კონტრაქტი შესრულდეს. მაგალითად თუ გაქვს 13 ერთი ფერის კარტი და თულფიც ამავე ფერია გაქვს 19 ქულა მაგრამ იღებ ყველა აღებას.

პასუხი ითვალისწინებს უსაფრთხოებას: არ ახვიდე შესაძლებელ დონეზე უფრო მაღლა. ამავე დროს არ უნდა დაკარგო შესაძლებლობის შეტყობინების საშუალება.

პასუხი 1-ზე, თუ მარჯვენა მოწინააღმდეგემ "pass"-იო
აგური ჯვარზე ნაკლები არ არის. არც გულში და არც ყვავში 5 კარტი არ არის.

Pass - მაქსიმუმ 7HD, პარტიონრთან ერთად არა უმეტეს 26HD და გეიმის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

1 - 8 - 12HD, გულში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელია, ერთად 20 - 31HD

1♠ - 8 - 12HD, ყვავში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელი არ არის, ერთად 20 - 31HD

1NT - 8 - 12H, სხვა პასუხი შეუძლებელია, ერთად 20 - 31HD

2♣ - 10 - 12HD, ჯვარში 5 ან მეტი, ჯვარი ყველაზე გრძელია, ერთად 22 - 31HD

2 - 10 - 12HD, აგურში 4 მაინც, მხარდაჭერა (თუ პარტნიორს 4 აგური მაინც აქვს, თულფი ნაპოვნია), ერთად 22 - 31HD

2 - 13HD ან მეტი, გულში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელია, ერთად არა ნაკლებ 25HD

2♠ - 13HD ან მეტი, ყვავში 5 ან მეტი, გული ყვავზე გრძელი არ არის, ერთად არა ნაკლებ 25HD

2NT - 10 - 12H, ფერებს შორის ქულათა და რაოდენობის (4-3-3-3) თანაბარი განაწილება, ერთად 22 - 31HD

3NT - 13H ან მეტი, ფერებს შორის ქულათა და რაოდენობის (4-3-3-3) თანაბარი განაწილება, ერთად არა ნაკლებ 25HD