აუქციონის ყოველ მომენტში მოთამაშე განსაზღვრავს პარტნიორის ქულათა დიაპაზონს უთულფოთ H-ით, თულფით HD-თი, უმატებს თავის ქულებს და წყვილის დიაპაზონით განსაზღვრავს აუქციონის მისაღწევ დონეს
- დონე 1 - 21HD
- დონე 2 - 23HD
- დონე 3 - 25HD
- დონე 4 - 27HD
- დონე 5 - 30HD
- დონე 6 - 33HD
- დონე 7 - 37HD
რასაკვირველია შესაძლოა განსაკუთრებული შემთხვევა როდესაც ნაკლები ქულებითაც შესალებელია კონტრაქტი შესრულდეს. მაგალითად თუ გაქვს 13 ერთი ფერის კარტი და თულფიც ამავე ფერია გაქვს 19 ქულა მაგრამ იღებ ყველა აღებას.

პასუხი ითვალისწინებს უსაფრთხოებას: არ ახვიდე შესაძლებელ დონეზე უფრო მაღლა. ამავე დროს არ უნდა დაკარგო შესაძლებლობის შეტყობინების საშუალება.

პასუხი 1-ზე, თუ მარჯვენა მოწინააღმდეგემ "pass"-იო
Pass - მაქსიმუმ 7HD, პარტიონრთან ერთად არა უმეტეს 26HD და გეიმის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

1♠ - 8 - 12HD, ყვავში 5 ან მეტი, გულში მაქსიმუმ 2, ჯვარი და აგური ყვავზე გრძელი არ არის, ერთად 20 - 31HD

1NT - 8 - 12H, სხვა პასუხი შეუძლებელია, ერთად 20 - 31HD

2♣ - 10 - 12HD, ჯვარში 5 ან მეტი, ჯვარი ყველაზე გრძელია, გულში მაქსიმუმ 2, ერთად 22 - 31HD

2 - 10 - 12HD, აგურში 5 ან მეტი, ჯვარი აგურზე გრძელი არ არის, გულში მაქსიმუმ 2, ყვავი აგურზე მოკლეა, ერთად 22 - 31HD

2 - 10 - 12HD, გულში 3 ან მეტი (მხარდაჭერა, თულფი შესაძლოა ნაპოვნია), ერთად 22 - 31HD

2♠ - 10 - 12HD, გულში 2 ან ნაკლები, ყვავში 5 ან მეტი, ერთად 22 - 31HD

2NT - 10 - 12H, ფერებს შორის ქულათა და რაოდენობის (4-3-3-3) თანაბარი განაწილება, ერთად 22 - 31HD

3♣ - 13HD ან მეტი, ჯვარში 5 ან მეტი, ჯვარი ყველაზე გრძელია, გულში მაქსიმუმ 2, ერთად არა ნაკლებ 25HD

3 - 13HD ან მეტი, აგურში 5 ან მეტი, ჯვარი აგურზე გრძელი არ არის, გულში მაქსიმუმ 2, ყვავი აგურზე მოკლეა, ერთად არა ნაკლებ 25HD

3 - 13 ან მეტი, გულში 3 ან მეტი (მხარდაჭერა)

3♠ - 13 ან მეტი, ყვავში 5 ან მეტი

3NT - 13 ან მეტი, (4-3-3-3) და ფერებს შორის ქულათა თანაბარი განაწილება