განათლების მომავალი

იმისათვის რომ მომავალი განვსაზღროთ ან, თუ გნებავთ, მომავლის თაობაზე რაიმე მოსაზრება გამოვთქვათ საჭიროა წარსულისა და აწმყოს რაიმე დახასიათება მაინც გამოვთქვათ. ჩემი წარმოდგენით სწავლება დაიწყო დამხმარის მომზადებით, ანუ ადამიანს საქმიანობაში ვინც ეხმარებოდა მისი გაწვრთნით. შემდეგ გაჩდა მოაზროვნეთა ერთობლიობა, რომელნიც რაღაც ჯგუფთან ერთად მსჯელობდა და სხვადასხვა საკითხს იხილავდა. ამ ჯგუფის შეკრებას ესწრებოდა ახალგაზრდობაც და ისმენდა. ალბათ ეს იყო სწავლების ერთ ერთი პირველი მოდელი, სკოლა რომელშიც დასწრებაც თავისუფალია და მონაწილეობაც არ არის შეზღუდული. მე არ ვიცი როდის ჩამოყალიბდა სკოლა დღევანდელი ფორმით. დღევანდელი და უახლესი წარსული არის მოდელი, როდესაც ერთი მცოდნე რამდენიმე მოსწავლეს ცოდნას გადასცემს, მან იცის, ის ცოდნას გადასცემს და მოსწავლეები ითვისებენ, იმახსოვრებენ. წიგნისა და მისი წვდომადობის შემდეგ ეს მოდელი ოდნავ შეიცვალა. მოსწავლე ცოდნას წიგნიდანაც იღებს, მასწავლებელი მიღებულს აკონტროლებს და მიღებულს უდასტირებს. ასეა თუ ისე სკოლა ძირითადად ორიენტირებული იყო ცოდნის გადაცემაზე, შეძენაზე. რასაკვირველია, გარკვეული უნარი ამით გამომუშავდებოდა, ჩამოყალიბდებოდა და ზოგიერთი მასწავლებელი ამას ყურადღებასაც უთმობდა, მაგრამ ეს არ იყო წარმატების ძირითადი მიზანი, განმსაზღვრელი. ჩვენთან დღესაც ასეა, ვამოწმებთ და ვაფასებთ ცოდნას.
დასაწყისში ცოდნის წყარო იყო მასწავლებელი, შემდგომ ამას დაემატა წიგნი, დღეს ინტერნეტი. თუ ცოდნაა მიზანი სწავლების ორგანიზებას და განათლების სისტემას განსაზღვრავს წყაროს მიწვდომადობა. დღეისათვის მასწავლებლის როლი როგორც ცოდნის წყარო დაქვეითებულია. ცოდნა, ანუ უფრო სწორად ინფორმაციული ცოდნა ლამის ყველასათვის ხელმისაწვდომია და შეუდარებლად სწრაფი. შეიცვალა მასწავლებლის როლიც. იმისათვის რომ განათლების სიტემაზე რაიმე ვთქვათ საჭიროა განვსაზღვორ როგორ გვესმის დღეს მასწავლებელი.

რადგან ინტერნეტმა ვითარება საგრძნობლად შეცვალა განათლების სიტემაც საგრძნობლად შეიცვლება. ამას ბუნებრივია დრო უნდა. მომავალ სკოლაში მე ვხედავ უფრო მეტ თავისუფლებას. მეტიც სკოლა უკვე იქნება ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფი და სრულიად შესაძლოა რომ არ იქნება ერთ გარკეულ შენობასთან ან ადგილთან მიბმული, როგორც ეს დღესაა. შესაძლოა აღარ იქნება ასაკით დაყოფა, აღარ იარსებებს მუდმივი დაჯგუფება, დღეისათვის საკმაოდ გავრცელებული "კლასი". 1978-ში მგონი (შესაძლოა თარიღი მეშლება) ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა ჩემი შეთავაზებით სკოლაში ჩაატარა ექპერიმენტი: ერთი თაობის მოსწავლეები (90-ამდე) გაერთიანდენ ერთ კლასში, სამი არსებულის ნაცვლად. ამ კლასს ჰქონდა ერთი განრიგი, მაგრამ ყოველი გაკვეთილი ტარდებოდა ერთდროულად სამ ოთახში და, რასაკვირველია, სამ სხვადასხვა მასწავლებელთან. კლასი, ამ საგანში წარმატების მიხედვით იყოფოდა სამ ჯგუფად. მეოთხედის ნიშნების მიხედვით ხდებოდა ჯგუფის კომპლექტაცია. ამ ექპერიმენტის შედეგად წარმატებამ იმატა. სწავლების ორგანიზების ეს უბრალო თავისუფლებაც კი შედეგის მომტანია.

მასწავლებლის როლიც საკმაოდ შეიცვლება. რაც შეეხება ცოდნის მიღებას მასწავლებელი აღარ იქნება ცოდნის წყარო, ის ცოდნის სამყაროში მეგზურად გადაიქცევა, როგორც მუზეუმში გიდია. ალბათ ეს შედარება უფრო უპრიანია. მასწავლელის მიზანი შეიცვლება ცოდნის გადაცემიდან უნდა გადავიდეს აზროვნების სტიმულაციაზე. ეს იმიტომაცაა რომ დღეს პრობლემა ინფორმაციის გამოყენების უნარში უფროა ვიდრე მის მიღებაში.