სასკოლო განათლების სისტემა

რატომ ვართ თითქმის მეოთხედი საუკუნეა ამგვარ არასახრბიელო მდგომარეობაში? ხელისუფლებების ბრალიაო. რატომ ვერ შექმნა ერმა მისთვის საჭირო და სასურველი ხელისუფლება?

იმიტომ რომ განათლება აკლია ერს.

ამის დასტურია ეს ბოლო 25 წელი, ამის დასტურია ჩვენი ყოფა. ამის დასტურია უმუშევრობა. ამის დასტურია სიღარიბე. ამის დასტურია ქიშპობა და ლანღვა-გინება. ამის დასტურია ტელევიზიის გადაცემები. ამის დასტურია ქვეყნიდან ბევრის გასვლა. ამის დასტურია საკუთარი ენის უპატივცემულობა. ამის დასტურია ჩვენი გარემოს დაბინძურება. ეს ჩამონათვალი, სამწუხაროდ, ძალიან გრძელია.

ქართველი ერი ერთ ერთი უნიჭიერესი ერია მსოფლიოში. ამის მტკიცებას აღარ დავიწყებ. რატომ არის რომ ნიჭიერ ერს განათლება აკლია?

განათლების სისტემა არ უვარგა. გამართული განათლების სისტემა რომ ჰქონოდა გაუნათლებელი არ დარჩებოდა. ეს პრობლემა ქათამი და კვერცხის პრობლემის ანალოგია. განათლებულ ერს, რასაკვირველია, გამართული განათლების სისტემა აქვს. თუ ერს გამართული განათლების სისტემა აქვს ის განათლებული ერია, რადგან ეს სისტემა უზრუნველყოფს მის განათლებულობას.

იყო პერიოდი როდესაც ქართველმა ერმა წამოიწყო განათლების სისტემის მოგვარება. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, იაკობ გოგებაშვილი და მეოცე საუკუნის დასაწყისის მასწავლებლობა. კომუნისტურმა ყოფამ ეს წამოწყება თანდათან გაანადგურა. დაამკვიდრა ხისტი, პროპაგანდისტული ტიპის განათლების სისტემა, რომლის უპირატესობა დღესაც ვერ მოვიშორეთ.

საილუსტრაციოდ, მხოლოდ აზრის სანახაობითი მხარის წამოწევისათვის. მესამე კლასის მოსწავლეს ავალებენ აღწეროს თოვლის წარმოქმნა. მას ეს პროცესი არ უნახავს, ვერც ნახავდა. ამისათვის ღრუბლებში ყოფნაა საჭირო, ისიც ზამთარში. როგორ უნდა აღწეროს? უბრალოდ, სხვისი ნათქვამი ან წაკითხული უნდა გაიმეოროს. ეს არის ცოდნის მიღება დამახსოვრებით. ეს არის ცოდნის გადაცემის კომუნისტური მეთოდოლოგია. ამას ემატება უკვე მხოლოდ კომუნისტური მონაპოვარიც. ცოდნა მხოლოდ ლენინის მიერ ცოდნად აღიარებული. გავიხსენოთ მშვენიერი ლოზუნგიც "учиться, учиттся и учиться", რომელიც იკითხებოდა ასე: დაიმახსოვრე, დაიმახსოვრე და მხოლოდ დაიმახსოვრე რასაც გეუბნებიან. ასევე მშვენიერია "сталин думает за нас". ეს, რასაკვირველია, აქვეითებს აზროვნების უნარის განვითარებას და სწორედ ეს იყო მიზანი. თუ ერს მიეცემა აზროვნების საშუალება მაშინ "если они начнут мыслить, мы потеряем государство". დღევანდელი ჩვენი განათლების სისტემაც, სამწუხაროდ, ამის მემკვიდრეა. ამის რადიკალური შეცვლაა საჭირო.

ამ შეცვლის წამალი მარტივია - მასწავლებელი. სამწუხაროდ წამალი ცოტაა. ათასობით სკოლა გვაქვს თითეულში ათიოდე მასწავლებელი მაინც არის საჭირო. ეს 10 000 მასწავლებელს (მეტსაც) მაინც მოითხოვს. დღევანდელი ჩვენი მასწავლებლობა ხომ იმ უმსგავსო განათლების სისტემიდანაა. და აი პრობლემის სირთულეც. რასაკვირველია გვყვავს კარგი მასწავლებლებიც, ანუ მართლაც მასწავლებლები. მაგრამ ეს მასწავლებლები სისტემის შექმნილნი არ არიან. ყველა მასწავლებელი, ნამდვილი მასწავლებელი, საკუთარი ნიჭის შედეგია და არა განათლების სისტემის პროდუქტი. ეს ერთხელ კიდევ ამტკიცებს ქართველი ერის ნიჭიერებას. მაგრამ სისტემას სჭირდება 100 000 მასწავლებელი, რეალური, ნამდვილი მასწავლებელი. ამის შექმნას წლები სჭირდება. მაგრამ თუ არ გავიაზრებთ და არ დავიწყებთ, არც არასოდეს არ გავნათლდებით.

მასწავლებელი
რა გვაკლია ყველაზე ძალიან? სამწუხაროა ამის აღიარება, მაგრამ, აზროვნების უნარი. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია გავმართოთ სასკოლო განათლების სისტემა იმგვარად რომ თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდეს აზროვნების უნარის განვითარება. პირველივე კლასიდან ამაზეა მასწავლებლის კონცენტრირება საჭირო. რასაკვირველია, მეტყველება, ენა არის საუკეთესო საშუალება აზროვნების უნარის განვითარებისათვის. შესაძლოა გაგიკვირდებათ, მაგრამ მე აზროვნების უნარის განვითარებისათვის ერთ ერთი კარგ საშუალებად მიმაჩნია სიმღერა, მუსიკა. მათემატიკაც იძლევა გამორჩეულ მასალას ყურადღების კონცენტრირებისათვის. ამიტომ ესაა ის სამი საგანი რომელიც ყურადსაღებია და არ ღირს რესურსის დახარჯვა სხვა რამეზე, რადგან განვითარებულ აზროვნებას მომავალში უფრო ადვილად შეუძლია აითვისოს ის რასაც ნაადრევად მიცემული გაცილებით მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ასე რომ 1 - 3 კლასი უნდა შემოიფარგლოს ენით, მათემატიკით, სიმღერით და ფიზკულტურით. კონცენტრირება უნდა მოხდეს მეტყველების უნარის განვითარებაზე, ანუ გაგებულის ჩამოყალიბებაზე და გადაცემაზე, დაკვირვებაზე და ემოციის გადაცემაზე კოლექტივთან ერთად.

თვით ცოდნას მეორე ხარისხის მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ ცოდნის სარგებლიანობაზეც. ანუ ცოდნის მასალის შერჩევისას უნდა ყურად ვიღოთ უნარის განვითარება და შემდგომ თვით ცოდნის სარგებლიანობა.

მასწავლებელი სასკოლო განათლების ძირითადი მუშაკია და როგორც ყველა სისტემაში უნდა არსებობდეს იერარქია კვალიფიკაციის მიხედვით. კვალიფიკაციის მინიჭება, რასაკვირველია, ძირთადად შრომის შედეგის მიხედვით, ხოლო ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით. ეს რაც შეეხება საჯარო სკოლებში, ანუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფ სკოლებში. და როგორც ყველა სისტემაში ძირითადი მშრომელის (თუნდაც ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის) უნდა იყოს გაცილებით მეტი ვიდრე სასკოლო განათლების კანცელარიის მუშაკის. ამავე დროს კვალიფიკაციის მატებასთან ერთად უნდა მცირდებოდეს მასზე ზედამხეველობაც (რაც თუნდაც სხვადასხვა დოკუმენტაციის შევსება), ანუ ნდობას მეტს უნდა იმსახურებდეს. უმაღლესი კვალიფიკაციის მასწავლებელი კი სრულიად განთავისუფლებული უნდა იყოს ყოველგვარი ვალდებულებებისაგან, სრული ნდობის საფუძველი. კვალიფიკაციის მინიჭების პროცესი არ უნდა იყოს ხანმოკლე, შესაძლოა მთელი სასწავლო წლის განმავლობაშიც კი. საგნის ცოდნის შემოწმება ამ პროცესის შედარებით უმნიშვნელო ნაწილი უნდა იყოს, მხოლოდ დასაწყისი.

ყველა დღეს არსებული მასწავლებელი 1 - 3 კლასში. ხელფასიც უმაღლესი.

გარემოს შესწავლა ქართულის ფარგლებში. ანუ დაკვირვება და ნანახის გადმოცემა.

უცხო ენა მხოლოდ მეოთხე კლასიდან. მოსწავლე გამართული მეტყველების უნარის შეძენის შემდეგ იწყებს სხვა ენის შესწავლას.

განათლების სამინისტროს ევალება მასწავლებელთა კვალიფიკაციის მინიჭება სწავლების შედეგის მიხედვით.

ზოგ უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადება და გადამზადება. მისი დასტური = მასწავლებლის კვალიფიკაცია.

მასწავლებლის მომზადება (გადამზადება) მნიშვნელოვანი პრაქტიკით

სკოლა (1 - 9 კლასი)
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. შემდგომი პერიოდი უნდა მოიაზრებოდეს პროფესიის არჩევანი, ამიტომ ან პროფესიული სასწავლებელი ან აკადემიური. ვისაც რამდენი წელი უნდა.

ისევე როგორც მასწავლებლებს, სკოლებსაც უნდა ენიჭებოდეთ რანგი. ამ რანგის მინიჭება უნდა ხდებოდეს განათლების სამინისტროს ეგიდით, მაგრამ მნიშვნელოვნად უნდა მონაწილეობდეს მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების სამსახურიც (ალბათ უნივერსიტეტის სათანადო ფაკულტეტი ან დეპარტამენტი).

საჯარო სკოლა ძირითადად მუნიციპალიტეტის მეურვეობის ქვეშ. დაფინანსების განსაზღვრა საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (ეს რასაკვირველია, მოითხოვს თვით მუნიციპალიტეტის მიუჯეტის ზრდას, მაგრამ ეს უკვე თვითმართველობის სისტემის გაძლიერებას ითვალისწინებს). მუნიციწალიტეტი აღძრავს სკოლად აღიარების საკითხს განათლების სამინისტოს წინაშე.

განათლების სამინისტრო პერიოდულად ატარებს სკოლათა შეფასებას. ყოველ სკოლას ეს შეფასება უწევს 3 ან 5 წელილადში ერთხელ