ნიჭის თაობაზე

რა აროს ნიჭი? რას ვგულისხმობთ როდესაც ვინმეზე ვამბობთ ნიჭიერიაო? ჩემის აზრით ორ განსხვავებულ თვისებას, რომელსაც პირობითად დავარქმევ ფიზიოლოგიურ და გონებრივ უნარს. ფიზიოლოგიური ნიჭი დამოკიდებულია ადამიანის სხელულის რაღაც თვუსებაზე. მისი განვითარება რაღაც ფარგლებში ვარჯიშით შესაძლებელია. მე უფრო ნიჭის გონებრივი მხარე მაისნტერესებს და ეს ალმათ მთლიანად აზროვნების უნარზეა დამოკიდებული.

.

.

.

.

.

.

.

ადამიანის უნარი ფიზიკურად გაიზარდოს, აზროვნების უნარი განავითაროს ან რაგინდ რა სხვა უნარი განავითაროს, შეზღუდულია. ზოგიერთი მათგანის მხოლოდ ადრეულ ასაკშია შესაძლებელი, მაგალითად ფიზიკურად ზრდის უნარი. ასევეა გონებრივი განვითარებაც. ადრეულ ასაკში ეს უნარი (აზროვნების უნარზეა საუბარი) ინტენსიურად ვითარდება, შემდგომ კი ალბათ შეჩერებულია (განვითარებაზეა საუბარი და არა თვით აზროვნებაზე). ასე რომ თუ ადრეულ ასაკში არ გამოიყენე შესაძლებლობა განვითარდე და მაღალ დონეს მიაღწიო, მერე ამას აღარაფერი ეშველება. საუბარი მიმყავს იქით, რომ აღმზრდელი და მასწავლებელი სწორედ ამას უნდა ცდილობდეს, მოზარდში მაქსიმალურად განავითაროს ის უნარი რაც ამ ასაკისათვის უკვე შესაძლებელია, არ დააგვიანოს. ცოდნა? ცოდნის შეძენა ყოველთვის შეიძლება, ენის სწავლაც კი არაა დაგვიანებული თუ სათანადო უნარი უკვე განვითარებული გაქვს. ჩვენი სკოლა კი ცოდნას აწვება. ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, ეს კომუნისტური образование-ს მიღწევაა, "ცოდნის" მიღებით უნართა განვითარება შეაფერხოს. ამით აღწევს გაუნათლებელი და ამიტომ ადვილად სამართავი მოსახლეობის ჩამოყალიბებას და ამავე დროს ფსევდო მცოდნეობის განვითარებას.

მოზარდის გონებრივი უნარი ვითარდება დიდთან (მასზე უფრო მაღალი უნარის მატარებელთან) ურთიერთობისას. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღში და დაწყებით სკოლაში მასწავლებლისა და მოზარდის ნორმალური და ინტენსიური ურთიერთობა. ზედამხედველობა და ცოდნის (ინფორმაციის) გადაცემა კი არა, სწორედაც რომ თანამშრომლობა. ეს არის გზა მემკვიდრეობის გადაცემის, შეხედულებათა სისტემის ჩამოყალიბების, თავაზიანობის უნარის განვითარების, ტრადიციების შენარჩუნების (რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ და არაფერს აკეთებენ) და სხვათა. ნორმალური საზოგადოება ძირითად რესურს ამაზე უნდა ხარჯავდეს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს დაკავებული მოზარდებთან ურთიერთობით (ურთიერთობაზე ვსაუბრობ და არა "ჭკუის დამრიგებლობაზე"). რატომ იყო ევროპის არისტოკრატიული საზოგადოება თავაზიანი და თუ გნებავთ გონიერიც? იმიტომ რომ ყოველ მოზარდს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა დიდებთან (თუნდაც დაქირავებულთან). ეს კარგად ჩანს ხელოვნების სფეროში. საშუალო ნიჭის მქონეც კი კარგი მუსიკოსი გამოვა, თუ ადრეულ ასაკში ურთიერთობს (მათთან ერთად უკრავს ან მათ უსმენს) მუსიკოსებთან.

თუ გვინდა, რომ ერი განვითარდეს საჭიროა მეტი რესურსი დავხარჯოთ ადამიანებზე, რომელნიც მოზადებთან ურთიერთობენ (ვიმეორებ ურთიერთობენ და არა ზედამხედველობენ).

მოზარდის დიდთან ურთიერთობის გარეშე დატოვება უმძიმეს დანაშაულად მიმაჩნია.