კონსტიტუციის მოდელი

1. ზოგადი
საკმაოდ კარგადაა 1995-ის კონსტიტუციაში

2. ადამიანის უფლება
საკმაოდ კარგადაა 1995-ის კონსტიტუციაში

3. ტერიტორიული მოწყობა
საქართველო როგორც მხარეთა ერთობლიობა:
აფხაზეთი
აჭარა
გარე კახეთი
გურია
იმერეთი
ზემო სვანეთი
თბილისი
ლეჩხუმი
მცხეთა-მთიანეთი
რაჭა
სამეგრელო
სამცხე
ქვემო სვანეთი
ქვემო ქართლი
შიდა ქართლი
შიდა კახეთი
ჯავახეთი
ყოველ მხარეს განსაკუთრებული კანონი:
- ზოგს საბაჟო სამსახურში მონაწილეობა, ზოგ მხარეს არა
- შესაძლო სხვაობა საგადასახადო კანონმდებლობაში ჩარევის უფლება
- სასკოლო, ანუ ზოგადი განათლების სტრუქტურაში ჩარევის უფლება

ტერიტორიული ერთეულისათვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღება ამავე ტერიტორიის მართველობის დონეზე (სუბსიდიარობის პრინციპი): დასახლებული პუნქტი, რეგიონი, ცენტრი.
- სოფელი, მხარე, ქვეყანა
- დასახლებული პუნქტი ირჩევს თავის გამგებელს და თუ დიდია საკრებულოს, რომელიც ირჩევს ან ნიშნავს გამგებელს
- მხარის მოსახლეობა ირჩევს მხარის დარბაზს. მხარის დარბაზი ირჩევს მხარის ხელმძღვანელს
- სოფელს თავისი ბიუჯეტი, რომლიდანაც წილს გადასცემს მხარეს
- მხარის ბიუჯეტი, რომლიდანაც წილს გადასცემს ცენტრს

4. პრეზიდენტი
სახელმწიფოს წარმომადგენელი და დავის ვითარებაში არბიტრი. მისი არჩევნები ან პირდაპირ ან რაიმე სხვა კოლეგიის მიერ, ვთქვათ სასამართლოს ჩარევით.

მოსამართლეებს ნიშნავს პრეზიდენტი.

5. პარლამენტი
ქვედა პალატა 120 წევრი. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ 40 წევრის განახლება. უმრავლესობა აყალიბებს მთავრობას. ამომრჩეველი ორ წელიწადში ერთხელ გადაახალისებს პარლამენტს, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას აქტიურად ჩაერიოს სახელმწიფოს მართვაში.
ქვედა პალატა კომპლექტდება მხოლოდ პროპორციული არჩევნებით. მისი წევრი თუ ტოვებს პარტიას გადის პარლამენტიდანაც. მის მაგივრად შემოდის პარტიის სიის მომდევნო წევრი. ანუ პარტიათა წარომადგენელთა პროპორცია იცვლება მხოლოდ არჩევნებით. ამომრჩეველი ირჩევს პარტიას და არა ცალკეულ პიროვნებებს.

არჩევნებისას არავითარი ბლოკირება და ბარიერი. ანუ შესაძლებელია პარტიას პარლამენტში ჰყავდეს მხოლოდ ერთი წევრი. თუ პარტიას ჰყავს 3 (შესაძლოა 5) წევრი იგი ჰქმნის ფრაქციას. ნაკლებ წევრებიანი პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შექმნან ფრაქცია. სხვა სახის ფრაქცია არ არსებობს.

კანონის ინიციატივა ფრაქციას

ქვედა პალატას ჰყავს თავმჯდომარე. არ არსებობს მისი მოადგილეები. თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ ხელმძღვანელობს სხდომას ნიშნავს რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარეს სხდომის წამყვანად. რთულ ვითარებაში ფინანსთა კომიტეტის ხელმძღვანელი იწვევს ბიუროს სხდომას რომელიც იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ბიურო შედგება ფრაქციებისა და კომიტეტის თავჯდომარეებისაგან.

ზედა პალატა 30 - 40 წევრი რეგიონებიდან.

6. მინისტრთა კაბინეტი
- უმრავლესობის შექმნილი
- ყველა მინისტრი ერთ შენობაში
- სამინისტროები არ არსებობს. მინისტრს ჰყავს თანაშემწე ანუ დამხმარე და მდივანი, მცირე რაოდენობის დამხმარე სამსახური. ამათი შეცვლა მხოლოდ მინისტრის პრეროგატივა
- მინისტრი პოლოტოკური ფიგურაა და ძირითადად დაკავებულია დარგში პოლიტიკის განსაზღვრითა და მისი რეალიზაციის კონტროლით (და არა სამინისტროს მართვით)
- მინისტრი კურატორობს მისდამი მთავრობის გადაწყვეტილებით მითითებულ დეპარტამენტებს. გადასცემს მათ მთავრობის დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას)
- დეპარტამენტი პასუხს აგებს მიწოდებულ ინფორმაციაზე მინისტრთა კაბინეტის წინაშე - დეპარტამენტის შიგნით ბრძანების გამოცემა დეპარტამენტის ხელმძღვანელის საქმეა და არა მინისტრის
- დეპარტამენტი (~80) არჩევნებისაგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია და ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების მიღება დეპარტამენტის ანგარიშზე და მისი ხელმძღვანელის მიერ ამ თანხების მართვა
- თანამშრომლის (ხელმძღვანელისაც) განთავისუფლება მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობით
- დეპარტამენტის ხელმძღვანელის დანიშვნა მინისტრთა კაბინეტის მიერ

7. სასამართლო

8. თავდაცვა

9. ფინანსები
- ძირითადი გადასახადი იკრიბება მუნიციპალიტეტის ფარგლებში
- მხარეს და ცენტრს აქვს დამატება (საბაჟო, . . .)
- პარლამენტი წყვეტს რომელი მხარიდან გადასახადის რა წილი შემოდის ცენტრში
- ცენტრალური საგადასახადო სამსახური აკონტროლებს (არ ხელმძღვანელობს) მხარის სამსახურს
- საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილება მხოლოდ არა ნაკლებ ერთი წლის შემდეგ
- ყოველგვარ გამოვლენილ სანქციაზე სასჯელი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს ეხება ყადაღასაც

10. ცვლილება კონსტიტუციაში
- რთული წინასწარი განხილვით
- რეფერენდუმის ჩართვით ან საკონსტიტუციო ყრილობის მოწვევით (მონაწილე ყველა არჩევითი ორგანოს ყველა არჩეული)
- ძალაში შესვლა მხოლოდ მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ